ფოთში ზღვის დაბინძურებისთვის გემის კაპიტანი 65 ათასი ლარით დააჯარიმეს
ფოთში, პანამის დროშით მცურავი გემის მიერ ჰიდრავლიკური ზეთით ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ფოთის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევს ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით დააკისრა. გარდა ამისა, აღნიშნულ თანხას მიყენებული ზიანის ოდენობა 1244 ლარი დაემატა.
თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში, რის შემდეგაც გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვა.