ნიუ-იორკში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს საჩუქრები შეუგროვეს


 ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების შეგროვების მიზნით საქველმოქმედო აქცია გამართა. ღონისძიება ნიუ-იორკში საკონსულოს შენობაში გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქველმოქმედო აქციამ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და მასში ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. დიაპორის წარმომადგენლებმა თანამემამულეებისათვის საქველმოქმედო აქციის ფარგლებში საჩუქრები შეაგროვეს. ბავშვებისთვის შეგროვებული საჩუქრები საქართველოში გამოიგზავნება და საოკუპაციო ხაზის გასვწრივ მცხოვრებ პატარებს დაურიგდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები