თამარ ბოდოკია: ანგარიშს ჩაგაბარებთ, რამდენი ოჯახის ტრაგედია ააცილა ჯანდაცვის რეფორმამ ამ ქვეყანას

ანგარიშს ჩაგაბარებთ იმაზე, რა გაკეთდა და რამდენი ადამიანის, ოჯახის ტრაგედია ააცილა ჯანდაცვის რეფორმამ ამ ქვეყანას, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თამარ ბოდოკია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
ბოდოკიას თქმით, ოჯახები კოტრდებოდა, ხალხი ქვეყნიდან იხვეწებოდა იმისთის, რომ C ჰეპატიტი ემკურნალათ, მომავალი წლიდან კი 84 ათას დოლარიან წამალს „კაპიკებში მიიღებენ“.
„აღშფოთებული ვარ და ამიტომ ვწერ: ერთი რომელი ახალი წელი გახსენდებათ წინასაახალწლოდ ფასები, რომ არ გაზრდილა და რომელი წელი გახსენდებათ, წლის განმავლობაში წამლის ფასი, რომ არ გაზრდილა?! სირცხვილია, რასაც ახლა ვუყურებ მხოლოდ იმას, თუ ხედავენ ჯანდაცვაში და სხვას არაფერს… პეგილირებულ ინტერფერონს 60-პროცენტიანი ფასდაკლებით, რომ ყიდულობდა ეს გაჭირვებული ხალხი, ეს არაფერია? ოჯახები კოტრდებოდა და ქვეყნიდან იხვეწებოდა ხალხი ოღონდ ცე ჰეპატიტი ემკურნალათ. გაისად რომ 84 ათას დოლარიან წამალს კაპიკებში მიიღებენ, არც ეს არაფერია??? თუ ვინმე გადაურჩით განსხავევული აქცენტების მერე გულების დახეთქვას, ორშაბათს 12:00 საათზე ექსპო ჯორჯიაში, მე-3-ე პავილიონში გეპატიჟებით და საკუთარი თვალით ნახეთ და საკუთარი ყურით მოისმინეთ, რა შეძლო ჯანდაცვის სამინისტრომ ამ 2 წლის განმავლობაში. პიარს არ ვაკეთებთ წინა წლებთან შედარებით. ანგარიშს ჩაგაბარებთ იმაზე, მართლა რა გაკეთდა და რამდენი ადამიანის და ოჯახის ტრაგედია ააცილა ჯანდაცვის რეფორმამ ამ ქვეყანას“, – წერს ბოდოკია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები