საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქველმოქმედო აქციას შეუერთდა (ვიდეო)

 

   შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას შეუერთდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს ქვეყნის ყველა რეგიონში დაეხმარებიან.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა შენგელია და მისი თანამშრომლები ზუგდიდის რაიონში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ კობა გვალიას რვაშვილიან ოჯახს წინასაახალწლოდ ესტუმრნენ. მათ გვალიების ოჯახს საოჯახო ტექნიკა: პერსონალური კომპიუტერი და კომპიუტერის მაგიდა, პლაზმური ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, ელექტროღუმელი, საწოლი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, ასევე, ტკბილეული და საკვები პროდუქტები გადასცეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ასევე ეწვივნენ ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში გიორგი ჩხოფოლიას ხუთშვილიან ოჯახს. სამართალდამცველებმა ჩხოფოლიების მრავალშვილიან ოჯახს საოჯახო ტექნიკა: ტელევიზორი, კომპიუტერი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტკბილეული და სხვა საკვები პროდუქტები მიუტანეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ქვეყნის მასშატბით, სამომავლოდაც გააგრძელებს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=2m1UBD5RX8Y&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები