“სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ფილოსოფია”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ განათლების სფეროში ბევრი პრობლემებია. როგორც ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში „მშვიდობით იარაღო” განაცხადა, სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ფილოსოფია.
“ჩვენ სკოლებში ძალიან ბევრი პრობლემებია და საერთოდ განათლებაში ძალიან ბევრი პრობლემებია და ნელ-ნელა უნდა დავძლიოთ. სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ფილოსოფია. ნიცშეს ვკითხულობ, მის კრიტიკებს, მის მოღვაწეობას, მას მე არ ვეთანხმები და ამის დაწერას ვაპირებ”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები