ეკა ბესელიას აზრით, განცხადებაზე პასუხისმგებლობა თავდაცვის მინისტრს ეკისრება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას განაცხადებით, როდესაც სამინისტროს მხრიდან განცხადება ვრცელდება, ამაზე პასუხისმგებლობა მინისტრს ეკისრება. როგორც ბესელიამ, გადაცემა “იმედის კვირაში” აღნიშნა, არასერიოზულია მსჯელობა, რომ თავდაცვის სამინისტროს გუშინდელი განცხადება სხვამ მოამზადა და მინისტრს არ უნახავს.
“სამინისტროს, უწყების შიგნით როგორ მომზადდა განცხადება, არ ვიცი. კომიტეტის განცხადება ჩემთან შეთანხმების გარეშე ვერ გავრცელდება. უნდა იყოს შეთანხმებული. არ არის სერიოზული მსჯელობა, რომ სხვამ მოამზადა და მინისტრს არ უნახავს. განცხადების გავრცელების დროს მინისტრს პასუხისმგებლობა აქვს”, – აღნიშნა ბესელიამ.
დეპუტატის ვარაუდობს, რომ თავდაცვის მინისტრის გადადგომის საკითხი არ დადგება, თუმცა მისივე თქმით, საჭიროა შეცდომის აღიარება.
“იყო სამწუხაროდ არაკორექტული განცხადება. მკაფიო განმარტება გააკეთა პრემიერმა და ზუსტად გამოხატა მთავრობის პოზიცია. აქცენტები იყო ძალიან არაკორექტული. შეცდომის აღიარებაც არის აუცილებელი. მესმის, რომ ხედვა განსხვებული და რადიკალური შეიძლება ყოფილიყო როდესაც ამ ყველაფერს უყურებ ოპოზიციური სპექტრიდან ან საზოგადოების პრიზმიდან. ამ გადასახედიდან არ გამიჭრდება ობიექტურად თქმა იმის, რომ ეს განცხადება არავის მოგვეწონა. არა მგონია, რომ რადიკალურად დადგეს საკითხი მინისტრის გადადგომაზე და ამ მხრივ პასუხისმგებლობაზე, მაგრამ უნდა მოყვეს ბოდიში, უნდა ითქვას, რომ ეს არის შეცდომა. პრემიერმა თქვა, რომ ეს იყო მცდარი განცხადება”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამასთან, თავდაცვის უწყებამ უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა. თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება დღეს საიტიდან წაშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები