ვახტანგ მაისაია რომელიმე ქუჩისთვის ალექსანდრე გრიგოლაშვილის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოდის

  სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთვის საქართველოს თავდაცვის უწყების მიერ უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვალების თაობაზე გავრცელებული განცხადების შინაარსი მიუღებელია.
მაისაია დაღუპული მებრძოლის ოჯახს სამძმარს უცხადებს და გამოდის ინიციატივით რომელიმე ქუჩას, თუნდაც ჯარისკაცის მშობლიურ ქუთაისში, ალექსანდრე გრიგოლაშვილის სახელი ეწოდოს.
“ჩემთვის მიუღებელია იმ განცხადების შინაარსი, რომელიც გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და პირველ რიგში, ქედს ვიხრი და გულითად ვუსამძიმრებ ქართველი ვაჟკაცი ოფიცრის ოჯახს, მარად სასუფეველში იყოს მისი სული, რომელიც უკრაინაში იცავდა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებას. ასეთი გმირების ხსოვნა მარადიული უნდა იყოს და კარგი იქნება, თუ რომელიმე ქუჩას, თუნდაც მის მშობლიურ ქუთაისში, მისი სახელი დაერქმევა. დროა საქართველო გამოფხიზლდეს, რადგანაც ჩვენ ვდგავართ ახალი სამხედრო საფრთხეების წინაშე“, – წერს ვახტანგ მაისაია ფეისბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამასთან, თავდაცვის უწყებამ უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები