„ არჩევნებისთვის არასაპარლამენტო პარტიები უნდა გაერთიანდნენ“

  არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის კონსულტაციები გაიმართება, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდება, რა კონფიგურაციით მიიღებენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა. კუკავას თქმით, არჩევნებისთვის ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს. “აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციებს შორის არსებობს აზრის მცირეოდენი სხვადასხვაობა. ჩვენი პარტია მხარს უჭერს არასაპარლამენტო პარტიების გაერთიანებას და მერობის პოსტზე კანდიდატების ერთობლივად დადგენას. პოზიციები კვირის ბოლომდე დაზუსტდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კუკავამ. მისივე თქმით, “თავისუფალი საქართველო” დაინტერესებულია, რომ საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში მასში წარმოდგენილი იყოს – “დემოკრატიული მოძრაობა”, “ქართული დასი”, “ლეიბორისტული პარტია”. გარდა ამისა, კუკავას ცნობით, კონსულტაციებში “ქრისტიან-დემოკრატები” და “ახალი მემარჯვენეები” მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები