ელისო ჩაფიძე თავდაცვის სამინისტროსგან დამატებით განმარტებებს ელოდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, კოალიცია “ქართული ოცნების” დეპუტატ ელისო ჩაფიძისთვის გაუგებარია, რატომ გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ქართველი მებრძოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადება.
ჩაფიძე უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსგან დამატებით განმარტებებს ელოდება.
“განცხადება ჩემთვის გაუგებარი იყო თუ რატომ გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ ასეთი პოლიტიკური განცხადება. მე ვწუხვარ იმის გამო, რომ ისინი ჩვენი თანაგუნდელები არიან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში მოვისმენთ განმარტებას, რომ დავუშვათ ვისი ინიციატივა იყო აღნიშნული განცხადების გავრცელება და რას ემსახურებოდა ის”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამასთან, თავდაცვის უწყებამ უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები