მიხეილ გრიგოლაშვილი: არცერთი პარტიის წარმომადგენელი აეროპორტთან არ მჭირდება, ესენი ყველა მის საქმეს იკეთებენ



  “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას იმის შესახებ, რომ აეროპორტთან უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დახვდნენ, გარდაცვლილის მამა ეხმაურება.
მიხეილ გრიგოლაშვილის თქმით, მას არ სურს, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ მისი შვილის გარდაცვალებით ისარგებლოს და პოლიტიკური ქულები დაიწეროს.
“ჯერ არ მივსულვარ აეროპორტთან, ნახევარი საათის გზა დამრჩა. მე არ მინდა ამ ყველაფერმა პოლიტიკური სახე მიიღოს. მომყვება საკმარისი ხალხი ქუთაისიდან და საკმარისზე მეტი ახლობელ-მეგობრები გვყავს თბილისში და ისინი დაგვხვდებიან, რომ ჩემი შვილი ჩავასვენო მანქანაში, წამოვიყვანო სახლში და ვიტირო. არცერთი პარტიის წარმომადგენელი აეროპორტთან არ მჭირდება, ესენი ყველა მის საქმეს იკეთებენ”, – აცხადებს გარდაცვლილი ალექსანდრე გრიგოლაშვილის მამა.
წყარო: pia.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები