უკრაინაში დაღუპულ ალექსანდრე გრიგოლაშვილს სამშობლოში ამაღამ ჩამოასვენებენ
უკრაინაში დაღუპულ ქართველ სამხედროს ალექსანდრე გრიგოლაშვილს სამშობლოში ამაღამ ჩამოასვენებენ.
აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად დაღუპულის ცხედარს დახვდებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
უკრაინაში საქართველოს ელჩის მიხეილ უკლებას განცხადებით, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს.
“საქართველოს მთავრობა ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს. საელჩო ჩართულია და ვმუშაობთ ცხედარის გადმოსვენებაზე”, – აღნიშნა მიხეილ უკლებამ.