“ოსკარზე” წარდგენილ ფილმებს შორის 2 ქართული ფილმი მოხვდა
ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარზე” წარდგენილ ფილმებს შორის სიაში 2 ქართული ფილმი მოხვდა, ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ და გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“. ამერიკის კინოაკადემიამ 83 ფილმიდან 8 ფილმი შეარჩია, 5-ს საბოლოოდ წარადგენენ „ოსკარის“ 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ესტონეთმა წარადგინა.