დათო ოქიტაშვილი: მომღერალთა “შავ სიებს” ირმა ნადირაშვილი და ლელა კილაძე ადგენდნენ
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში, იმ მომღერლების სიებს, რომელთაც საახალწლო კონცერტში არ უნდა ემღერათ, “ნაცნიონალურ მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი, გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე და სოფო აბულაძე ადგენდნენ.
როგორც ოქიტაშვილმა “ტელეიმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას განაცხადა, სოფო აბულაძე დღეს კულტურის სამინისტროში მუშაობს და კვლავ მონაწილეობს მომღერალთა სიების შედგენაში.
“9 წლის განმავლობაში ამ „შავ სიებს“ აკეთებდნენ: ლელა კილაძე, ირმა ნადირაშვილი და დღეს მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი სოფო აბულაძე კულტურის სამინისტროში მუშაობს. როგორც ვაკის სასაფლაოდან ბებიაჩემი აღარ დაბრუნდება, ისე აღარ დაბრუნდება “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში. ნინა წკრიალაშვილს იმიტომ ვცემ პატივს, რომ როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, თქვა, რომ ეს მთავრობა არ მოსწონდა, დაწერა განცხადება და წავიდა. როცა შენ ხელისუფლება არ მოგწონს, იმასთან როგორ უნდა იმუშავო?!“-განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.