მეტეხის გვირაბში 25 დეკემბრამდე მოძრაობა შეიზღუდება

დღეს 24:00 სთ-დან 25 დეკემბრის ჩათვლით მეტეხის გვირაბში კვლევითი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“კვლევითი სამუშაოებისთვის მეტეხის გვირაბის თითო მხარე 3-3 დღით დაიკეტება. კვლევით სამუშაოებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ხიდსაცდელი ცენტრი ჩაატარებს. ჩატარდება აზომვითი სამუშაოები, მოხდება გვირაბის გარშემო სიცარიელეების, ნაგებობის მდგრადობის, ბეტონის ვარგისიანობის შემოწმება, შიდა კომუნიკაციების მდგომარეობის შესწავლა. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, შედეგებიდან გამომდინარე, დაისახება შემდგომი სამოქმედო გეგმა.
სამუშაოები სპეციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლითაც ხდება 20 ხიდისა და 1 გვირაბის კვლევა, თუ რა მდგომარეობაშია ნაგებობები, რა სამუშაოები და თანხებია საჭირო მათი ნორმალური ექსპლუატაციისთვის”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები