პუტინი – “სააკაშვილს სდევნიან, როგორც ტილიანს” და საქართველოს ექსპრეზიდენტის პასუხი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტის მისამართით გუშინ გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მზადაა, პუტინს მემუარების დაწერა ჩააბაროს, თუ დღევანდელ საქმიანობას ჩამოშორდება.
„ოღონდ პუტინმა თავი დაანებოს იმას, რასაც აკეთებს, მასაც სიამოვნებით შევაწევ სიტყვას და მზად ვარ, ავიყვანოთ ჩვენს ინსტიტუტში და ჩავაბაროთ რამე მემუარების დაწერა, ოღონდ ჩამოშორდეს იმ საქმეს, რასაც ახლა აკეთებს,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გუშინ გამართულ მეათე, საიუბილეო პრესკონფერენციაზე საქართველოს ექსპრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ ,,სააკაშვილს ყველგან ისე სდევნიან, როგორც ტილიანს აბანოში“. ,,სააკაშვილს ყველგან ისე სდევნიან, როგორც ტილიანს აბანოში. მას ამერიკის შერთებულ შტატებში სამუშაო ვიზაც არ მისცეს. მერწმუნეთ, ამაში მე არა ვარ დამნაშავე”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები