თერჯოლის გამგეობის სპეციალისტი დააკავეს (ვიდეო)
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა 1500 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე გაასხვისა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალასთავში მდებარე წყალსაქაჩ სადგურში დამონტაჟებული წყლის ტუმბო.
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ZNqND2wyrn4″ width=”560″ height=”315″]