ნაძალადევის რაიონის გამგეობა “ნაციონალებს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, სიმართლეს არ შეესაბამება, – აღნიშნულის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ჩარგლისა და გუდამაყრის ქუჩებზე, სანზონა-თემქის მონაკვეთზე, წლების განმავლობაში დაზიანებულ მდგომარეობაში მყოფი გზის საფარის ფრაგმენტული, სარემონტო სამუშაოები დასრულდა. რაც შეეხება ჩარგლის ქუჩის მეორე ნაწილს, სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმის მიხედვით გაგრძელდება. ქუჩის ფრაგმენტულ შეკეთებას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. ნაძალადევის გამგეობა შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის”, – აცხადებენ გამგეობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები