ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ უკრაინის მთავრობამ დაამტკიცა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრი პაველ როზენკო წერს.
“ეს-ესაა მინისტრთა კაბინეტმა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ეკა ზღულაძე დანიშნა. როგორც თავად ზღულაძემ თქვა, მისთვის ეს გაცნობიერებული არჩევანია და არა – ავანტიურა”, – წერს უკრაინელი მინისტრი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები