ნიკოლოზ ანთიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მომხდარ ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციის მსვლელობისას სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენლების დარბაზში შეჭრის ფაქტს შტურმს უწოდებს.
ანთიძის განცხადებით, მისთვის ამგვარი ქცევა მიუღებელია. „მოხდა შტურმი, რაც ვფიქრობ, რომ გულანთებული ადამიანებისთვის შესაძლოა, რეალურად მისაღები იყოს. ჩემთვის არ არის მისაღები, რადგან უკვე პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადმოდიან და, ცოტა არ იყოს, ზრდილობის ფარგლებს სცილდებიან. შესაბამისად, მე ამაზე ვერ მექნება ადეკვატური რეაქცია. ეს არის მათი აღზრდის საკითხი. რაც სათქმელი მქონდა, ყველაფერი ვთქვი და ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ, კონსტრუქციულად გნწყობილ ადამიანთან სასაუბროდ“, – განაცხადა ანთიძემ.
ნიკა ანთიძის საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციის მსვლელობისას დარბაზში სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენლები საყვირებით და პლაკატებით შეიჭრნენ. სტუდენტებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა ანთიძე „სირცხვილის დერეფანში“ გაატარეს. საყდრისის ნგრევაში დასდეს ბრალი და მისგან აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები