აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურმა მთავრობამ 2014 წლის მუშაობა შეაჯამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურმა მთავრობამ 2014 წლის მუშაობა შეაჯამა. შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესწრებოდა. მისი განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას აქვს მეტი რესურსი, რომ ჰქონდეს უშუალო კონტაქტი დევნილებთან და დაიცვას მათი უფლებები.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას აქვს მეტი რესურსი, რომ ჰქონდეს კონტაქტი უშუალოდ დევნილებთან, უფრო მეტად დაიცვას მათი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები. არსებობს სახელმწიფოს სამინისტრო, რომელიც მუშაობს სოციალურ-ეკონომიკური საკითხებზე იმისთვის, რომ მუდმივად აუხსნას დევნილ მოსახლეობას, თუ რა კეთდება მათი დაბრუნების კონტექსტიდან გამომდინარე, მათი ღირსების პირობების გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები