თედო ჯაფარიძე: სააკაშვილის სტრასბურგში ჩამოსვლა სიურპრიზი არ არის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების რატიფიცირებაზე დასწრების სურვილი არ გაჰკვირვებია. მისი განცხადებით, მისთვის სააკაშვილის სტრასბურგში ჩასვლა სურპრიზი არ იქნება.
„მე არ გამკვირვებია, ვიცი რა მიხეილ სააკაშვილის ხასიათი. მისი აქ ჩამოსვლა ჩემთვის სიურპრიზი არ არის. “სახალხო პარტიას“ აქვს თავისი მოსაზრება. ის არის ძალიან დიდი პოლიტიკური ოჯახი, იქ არ არის მხოლოდ ისეთი ადამიანი, როგორიც არის, მაგალითად, ბატონი ვოლსკი, რომელსაც აქვს თავისი კონკრეტული მოსაზრება. იქნება განსხვავებული მოსაზრებები და ჩვენ ამის არ გვეშინია“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების რატიფიცირებაზე დასწრების სურვილი “სახალხო პარტიამ”, კერძოდ, მისმა ერთ-ერთმა წევრმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები