ქართველი დიპლომატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო ცენტრმა მოკლევადიან სასწავლო პროგრამას “ლიდერობა დიპლომატიაში” უმასპინძლა. სამინისტროს ინფორმაციით, ტრეინინგი საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
სასწავლო კურსს წარუძღვა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, პოლიტიკური და დიპლომატიური სწავლების ცენტრის წარმომადგენელი მაიკლ რობერტსი.
სემინარში სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მომუშავე მაღალი რანგის დიპლომატიური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. სემინარზე ისეთი საკითხები მიმოიხილეს, როგორიცაა: ლიდერობა თანამედროვე დიპლომატიაში, საერთაშორისო პოლიტიკის ფორმირება, მრავალმხრივი მოლაპარაკებების წარმოება, მედიასთან ურთიერთობა და სხვა.
სემინარი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები