მოთოვს თუ არა ახალ წელს – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში უნალექო ამინდები შენარჩუნდება, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
რაც შეეხება ჰაერის მოსალოდნელ ტემპერატურას, გვაზავას თქმით, უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს.
„უახლოეს დღეებში უნალექო ამინდები შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 18-20-გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 10-12 -მდე გათბება. 19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შესაძლოა გაწვიმდეს, მაღალ მთაში კი მოთოვოს“, -აღნიშნა დოდო გვაზავამ.
მისი თქმით, თბილისშიც უნალექო ამინდი და ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით მატებაა მოსალოდნელი.
მოთოვს თუ არა ახალი წლისთვის დედაქალაქში -ამ ეტაპზე სინოპტიკოსებს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ. თუმცა, გვაზავას თქმით, იანვრის თვეში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა მოსალოდნელი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები