„ეკატერინე ზღულაძეს უკრაინის მოქალაქის პასპორტი გადავეცი“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს ეკა ზღულაძეს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის პასპორტი გადასცა.
“ეკატერინე ზღულაძეს უკრაინის მოქალაქის პასპორტი გადავეცი. დღეიდან შინგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება პროფესიონალის საიმედო ხელში იქნება”, – დაწერა ტვიტერზე პეტრო პოროშენკომ.
ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები