თენგიზ შერგელაშვილი ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენლები მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონების ფინანსური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ზრდის, მათ შორის არსებული ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ ისაუბრეს.
დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოში თვითმმართველობის რეფორმისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციების შემდგომ, მიმდინარე პროცესის მონიტორინგი წარმოადგენს.
მიმდინარე წლის 15 ივნისს გამართულ სესიაზე, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა დადებითად შეაფასა საქართველოში 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები, რომლის განსხვავებული ფორმატით ჩატარებაც თვითმართველობის ახალი კოდექსის მიღების შედეგად გახდა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები