სოზარ სუბარი: სააკაშვილს სადაც უნდა, იქ წავიდეს

ევროპარლამენტში მიდის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობითი დელეგაცია , – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„მე რამდენადაც ვიცი, მიდის საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოს პარლამენტიდან. რამდენადაც ვიცი, ეს არის განსაზღვრული. ის არის ევროპარლამენტი და სწორედ ეს არის განსაზღვრული ევროპარლამენტის რეზოლუციებით“, – განაცხადა სუბარმა.
ასევე მინისტრი რატიფიკაციის პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასწრების საკითხსაც გამოეხმაურა.
„სადაც უნდა, იქ წავიდეს“, – განაცხადა სუბარმა აღნიშნული საკითხის კომენტირებისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები