ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამეგობრობის საზოგადოების ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამეგობრობის საზოგადოების (GIZ) ევროპისა და კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელს მერი შეფერს შეხვდა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე 2014-2020 წლებში საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიასა და მოქმედების გეგმაზე და მის შესრულებაზე ისაუბრეს.
გარემოს დაცვის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს.
შეხვედრაზე განხილეს ის პროექტები, რომლებიც ერთობლივად უნადა განხორციელდეს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის შემუშავების ხელშეწყობისთვის.
აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გარემოსდაცვითი მიმართულებით აღებული ვარლდებულებების შესრულებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები