კახა კალაძე – ვოლსკი და სააკაშვილი საშობაო არდადეგებს, ალბათ, ერთად გაატარებენ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე- პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტში ხელისუფლების მხრიდან დავით უსუფაშვილი იყო მიწვეული, მაგრამ მისი ჯანმრთელობის გამო ხელისუფლებას იქ სხვა წარმომადგენელი ეყოლება.
“ხელისუფლების მხრიდან დავით უსუფაშვილი იყო მიწვეული. თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ ხელისუფლებას იქ სხვა წარმომადგენელი ეყოლება. რაც შეეხება სააკაშვილის მიწვევას, “ევროპის სახალხო პარტიის” ერთ-ერთმა წევრმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ, რომელიც მისი ახლო მეგობარია, გამოთქვა სურვილი, ალბათ ისინი საშობაო არდადეგებს ერთად გაატარებენ”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები