არჩილ კბილაშვილი: ჩვენი წინაპარი ოქროსკენ ისწრაფოდა, ამიტომ თანამედროვე თაობებს ეს აეკრძალათ?

 

  „რადგან ჩვენი წინაპარი ოქროსკენ ისწრაფოდა, ამიტომ თანამედროვე თაობებს ეს აეკრძალათ?“- ეს განცხადება გადაცემა „არჩევანში“ “არ-ემ-ჯის” სამართლებრივმა მრჩეველმა არჩილ კბილაშვილმა საყდრისთან დაკავშირებით გააკეთა. მისივე თქმით, “კანონის ასპექტში ეს არის არქეოლოგიური ობიექტი ისევე, როგორც იგივე ვარძია და სვეტიცხოველი”. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, საყდრისს ვერც ერთ მათგანს ვერ შეადარებს.
„ის, რომ ჩვენი წინაპარი ოქროსკენ ისწრაფოდა, ამიტომ თანამედროვე თაობებს ეს აეკრძალათ? ის, რომ მადნით სარგებლობდა ჩვენი წინაპარი, ამიტომ თანამედროვე თაობამ არ უნდა ისარგებლოს? კანონის ასპექტში ეს არის არქეოლოგიური ობიექტი. არქეოლოგიური ობიექტია ვარძიაც, არქეოლოგიური ობიექტია სვეტიცხოველიც, მაგრამ ღირებულებით კონტექსტში ვერ შევადარებ მას, იმიტომ, რომ ვარძია არის თავდაცვის ციტადელი, სვეტიცხოველი კი სულიერების ძეგლი“, – აღნიშნა კბილაშვილმა და აქვე განმარტა, რომ ადამიანის ვნება ყოველთვის ისწაფოდა ოქროს მოპოვებისკენ და საყდრისი არ არის იმ დონის, როგორც მის მიერ დასახელებული ძეგლები.

ამ უკანასკნელზე კი მან ასევე „არჩევანის“ სტუდიაში მყოფი ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიასგან მიიღო პასუხი: „ვნება უნდა აგვეფეთქებინა და სულიერება გადაგვერჩინა.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები