ირაკლი მამალაძე: ირმა ინაშვილმა ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანა

„საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრი ირაკლი მამალაძე „პატრიოტთა ალიანსს“ და ირმა ინაშვილს უპირისპირდება. როგორც მამალაძე „For.ge“-სთან ინტერვიუში აცხადებს, კომიტეტის მიზანი საყდრისის დაცვა იყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე „პატრიოტთა ალიანსი“ და ირმა ინაშვილი არ გამოჩდნენ.
„მათ ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს და შეიძლება ითქვას, ადგილზე სადავეები აიღეს ხელში. ამის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ევროპულმა საზოგადოებრივმა ცენტრებმა უარი თქვეს ჩვენთან თანამშრომლობაზე. უარი თქვეს ერთადერთი მოტივით – ირმა ინაშვილს პოლიტიკური ქულების დაწერა უნდოდა, იქ კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო დასაცავი. ჰოდა, ისე გამოვიდა, რომ ჩვენ იქიდან გამოგვაძევეს და სწორედ იმ პატრიოტთა ალიანსს აუფეთქეს საყდრისი ცხვირწინ. მათ ვერაფერი გააკეთეს საყდრისის დასაცავად. შემოწირულობები იყო და არასამთავრობოებიც გვეხმარებოდნენ. შემდეგ ეს ყველაფერი გადავიდა ირმა ინაშვილის ხელში და სად მიდიოდა თანხები, მე აღარ ვიცი“, – განაცხადა მამალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები