პრემიერმა ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის მთავარ სინაგოგაში ხანუქის პირველი სანთელი აანთო და ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან, მტკიცე მეგობრობაზე ისაუბრა და მას სამაგალითო უწოდა. „გულითადად ვულოცავ ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაულს. ეს უძველესი დღესასწაული სინათლის სიბნელეზე გამარჯვების, სიკეთის ბოროტებაზე, სამართლიანობის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოა.ქართველებსა და ებრაელებს აკავშირებთ განსაკუთრებული მეგობრობა. ეს არის, მართლაც, გამორჩეული ურთიერთიერთობა“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში წელს საზეიმოდ აღინიშნა 26- საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით გაიხსნა საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი.
„26 -საუკუნოვანი მეგობრობის იუბილე დაგვირგვინდა ებრაელთა ისტორიის მუზეუმის გახსნით, რომელიც დააფინანსა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე ძალისხმევით გარემონტდა საქართველოში მოქმედი სინაგოგები. ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა ქართულ–ებრაული ურთიერთობები. ჩვენი მთავრობა ამ გზას, ამ პოლიტიკას გააგრძელებს და ყოველთვის გვექნება განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩვენი ძმების მიმართ, ისრაელის სახელმწიფოს მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სინაგოგაში, პრემიერ–მინისტრთან ერთად, იმყოფებოდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი.

10849787_770478673043211_3379872803989154171_n 10482315_770478676376544_8351724917435822029_n 1959285_770478726376539_1059893917579030142_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები