თელავში კახეთის პრობაციის ბიუროს განახლებული ოფისი გაიხსნა

 

   კახეთის პრობაციის ბიურო ფუნქციონირებას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გააგრძელებს. 16 დეკემბერს თელავში განახლებული ოფისის გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი დაესწრნენ – ამის შესახებ ინფორმაციას პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ განახლებული ინფრასტუქტურა და სამუშაო პირობების საგრძნობლად გაუმჯობესება კახეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებს დაეხმარება საქმიანობასა და მათ წინაშე მდგარი ამოცანების წარმატებით გადაჭრაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები