ომბუდსმენი: ალბათობა, რომ ჟვანიას საქმე ბოლომდე გამოძიებული იქნება, მატულობს

რაც უფრო მეტი დრო გადის, ალბათობა იმის, რომ ეს საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული, უფრო მეტად მატულობს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ომბუდსმენის აპარატმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. ომბუდსმენის ანგარიშში ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეც მოხვდა. ნანუაშვილის აზრით, საქმეზე კითხვების რაოდენობამ იმატა.
„რაც უფრო მეტი დრო გადის, ალბათობა იმის, რომ ეს საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული, უფრო მეტად მატულობს. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ სწორად განსაზღვროს და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, თუ იქნება ამის სურვილი, უნდა მოხდეს ექსჰუმაცია, რომ ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი. დღემდე საზოგადოებას, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ აქვს მიწოდებული ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები