ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება

ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით სრულდება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 15 დეკემბერს, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 160.1 მლნ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის დეკემბრის 15 დღის მონაცემებით, საგადასახადო შემოსავლების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულია 407.0 მლნ ლარი.
2014 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები უკვე 6 მილიარდ 517 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წლიური გეგმის (6 მლრდ. 820 მლნ.) 95,6%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები