შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად.
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ქობულეთის, შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებს ესტუმრნენ და იქ მცხოვრები 41 შეჭირვებული ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს.
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველო საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მომავალშიც აპირებს.
აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში, გაჭირვებული ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=edYUAisQ9Qg” width=”560″ height=”315″]