მოკლული ლაშა მახარაძის დედა შვილის მკვლელობაში ბრალდებულის განცხადებას ეხმაურება

მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული, გიორგი ოქროპირიძის განცხადებებს გამოეხმაურა. დიდებულიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ოქროპირიძემ მოკლა. გარდაცვლილის დედა მიიჩნევს, რომ ოქროპირიძე და მისი ოჯახი ცრუობენ.
„მაგან მოკლა ჩემი შვილი და სხვას რატომ აბრალებენ. თავის თავის დაცვაშია და დედამისს და მას არ გამოუვათ ეს ხრიკები“, – ამბობს დიდებულიძე “კურიერთან” საუბრისას. საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ოქროპირიძის წინასასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ოქროპირიძე საკუთარ თავს 21-ე საუკუნის ტყვეს უწოდებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
არსებული ინფორმაციით, გიორგი ოქროპირიძემ აბაშიძის ქუჩაზე, 2 სექტემბერს ლაშა მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ორივე ეჭვმიტანილი, მათ შორის ოქროპირიძე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები