ქუჩების სახელდების დროს გამოჩენილი ქართველი ქალების სახელებს პრიორიტეტი მიენიჭება

თბილისის საკრებულოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კავკასიის ბიუროს შორის ხვალ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ს აკრებულოს ცნობით, დოკუმენტს, რომელიც ქუჩების სახელდების გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შემუშავებასა და აღნიშნულ კამპანიაში მუნიციპალიტეტების ჩართულობას ისახავს მიზნად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა მოაწერენ ხელს.
მემორანდუმი ითვალისწინებს ქუჩების სახელდების დროს იმ გამოჩენილი ქართველი ქალების სახელებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, თუმცა საზოგადოებრივ მეხსიერებაში ფაქტობრივად დავიწყებულები არიან. როგორც საკრებულოში აცხადებენ, ზემოთ აღნიშნული პოლიტიკის შემუშავების მიზანი გენდერული თანასწორობის პრინციპების საზოგადოებრივ პოლიტიკაში გატარება და ურბანული დაგეგმარების გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად მოეწყობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის “50 ქალი საქართველოდან” გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საზოგადო მოღვაწე ქალების ფოტოები და მათი ბიოგრაფიები. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი ნინო ლეჟავა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ, რის შემდეგაც დაგეგმილია რეჟისორ ლია ჯაყელის ფილმის – “სადა ხარ, ჩემო სულიკო?” ჩვენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები