გიორგი მარგველაშვილი ცხენზე ჯირითობს (ფოტო, ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მის პატივსაცემად გამართულ თურქმენული ჯიშის “ახალთექური” ცხენების წარმოდგენას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის საერთაშორისო – საცხენოსნო სპორტულ კომპლექსსაც ეწვია და პირადად მოსინჯა შესაძლებლობები მხედარის ამპლუაში. ქვეყნის პირველი პირი დელეგაციასთან ერთად დაბა ყივჩაღს ესტუმრა, სადაც თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის საფარმურატ ნიაზოვის მავზოლეუმი გვირგვინით შეამკო. სახელმწიფოს მეთაურმა საფარმურატ ნიაზოვის სახელობის “თურქმენბაშის სულიერების მეჩეთიც” დაათვალიერა. დაბა ყივჩაღში საქართველოს პრეზიდენტს თურქმენეთის მუფტმა მეკან აკიევმა უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო და აშხაბადის მერთან რეჯეპგელდი ნურმამედოვთან ერთად საპატიო სტუმართა ხეივანში წიწვოვანი ხე დარგო. საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენეთის სახელმწიფო კულტურის ცენტრის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

10818964_324569674415889_47462139_n

10841344_324569387749251_1856097897_n

10859696_324569977749192_576490440_n

10872466_324569164415940_1826200274_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=1RjpocJqNaY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები