სხეულის მოყინვის შედეგად პაციენტს ტერფების ნაწილების ამპუტაცია სჭირდება

წელს, პირველად, სხეულის მოყინვის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც „კვირას“ ბ.იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში მამაკაცი ორივე ტერფის მოყინვით მოათავსეს. მისი თქმით, 46 წლის მამაკაცი თბილისში, საგარეჯოს რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან გადმოიყვანეს. „46 წლის მამაკაცმა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების შემდეგ, ღამე მინდორში გაათენა, რის შედეგადაც მას ორივე კიდურის ტერფები მოეყინა. პაციენტს მიღებული აქვს მეორე – მესამე ხარისხის მოყინვა. ამჟამად იგი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. შესაძლებელია პაციენტს ტერფის გარკვეული ნაწილების ამპუტაცია დასჭირდეს“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები