საქართველო E3+3 ქვეყნებსა და ირანს შორის ქმედებათა ერთობლივი გეგმის გახანგრძლივებას მხარს უჭერს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო E3+3 ქვეყნებსა და ირანს შორის ქმედებათა ერთობლივი გეგმის გახანგრძლივებას მხარს უჭერს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო იმედოვნებს, რომ დაწესებულ ბოლო ვადამდე, მხარეებს შორის ჩარჩო შეთანხმება მიიღწევა, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის სამოქალაქო ხასიათის უტყუარი გარანტია იქნება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით E3+3 ქვეყნებსა და ირანს შორის გასული თვეების განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებებისას მიღწეულ პროგრესს. ჩვენ ასევე მივესალმებით 2014 წლის 24 ნოემბერს მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ე.წ. ქმედებათა ერთობლივი გეგმის (Joint Plan of Action) 2015 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივების შესახებ და მხარეთა მზადყოფნას, რომ განაგრძონ მუშაობა პოლიტიკური შეთანხმებისა და დარჩენილ ტექნიკურ დეტალებზე თანხმობის მიღწევის მიმართულებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მხარს უჭერს მოლაპარაკებების პროცესს და იმედოვნებს, რომ დაწესებულ ბოლო ვადამდე, მხარეებს შორის მიღწეულ იქნება ჩარჩო შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის სამოქალაქო ხასიათის უტყუარი გარანტია იქნება. გვჯერა, რომ აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონსა და მსოფლიოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები