სოფელში, სადაც ოცდასამი წელი დენი არ იყო, ელექტროძელები დამონტაჟდა (ვიდეო)

მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტით სამუშაოები მიმდინარეობს. ენერგეტიკის სამისტროს, მაჟორიტარი დეპუტატის ერეკლე ტრიპოლსკისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და ძალისხმევით, სოფელ კაწალხევში ხუთი კილომეტრის მანძილზე ელექტროძელები დამონტაჟდა.
როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, სინათლე მიეწოდა სოფელს, რომელსაც ოცდასამი წლის მანძილზე ელექტროენერგია არ ჰქონია. მათივე ინფორმაციით, დასრულდა ორი ხიდის და სანიაღვრე არხის მშენებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტით ხიდი სოფელ შარახევში გაკეთდა და ასევე მოიხრეშა სოფელში მისასვლელი გზა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=n-QYwpDmDGQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები