ელისო ჩაფიძე საყდრისზე მომხდარ აფეთქებას “ვანდალურ ფაქტად” აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ელისო ჩაფიძე საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე განახლებულ სამუშაოებს და იქ მომხდარ აფეთქებას ვანდალურ ფაქტს უწოდებს.
როგორც ჩაფიძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კულტურის მინისტრის 2014 წლის ბრძანებულება ძეგლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის განსაზღვრისა, ამჟამად სასამართლო ხელისუფლებაშია გადანაცვლებული და ჯერ არ დასრულებულა ის ვადები, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს აღნიშნულის განხილვა.
“პირველ რიგში, მინდა ძალიან მწუხარება გამოვთქვა იმ ვანდალური აქტის გამო, რომელიც 13 დეკემბერს განხორციელდა. რა თქმა უნდა, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წევრი, თავს უფლებას ვერ მივცემ, წინასწარი ვერდაქტი გამოვიტანო, თუ რამდენად კანონიერი იყო აღნიშნული ქმედება, მაგრამ თქვენი ყურადღება რამდენიმე ფაქტორთან დაკავშირებით მინდა გავამახვილო, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კულტურის მინისტრის 2014 წლის ბრძანებულება ძეგლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის განსაზღვრისა, ამჟამად სასამართლო ხელისუფლებაშია გადანაცვლებული და ჯერ არ დასრულებულა ის ვადები, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს აღნიშნულის განხილვა. როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებაც თავს იკავებს ხოლმე აღნიშნულ საკითხზე რაიმეს განხორციელებისგან და, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, თემიდას გადაწყვეტილებას ველოდებით, რაც ამ შემთვევაში არ განხორციელდა”, – განაცხადა ჩაფიძემ.
ამასთან, ჩაფიძის თქმის, მას ძალიან აინტერესებს, თუ რა პირობებში უხდებათ საქმიანობა იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ საბადოზე არიან დასაქმებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები