სახალხო დამცველი კულტურის სამინისტროს მიმართავს

მოვუწოდებთ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, უახლოეს დღეებში შექმნას სამუშაო ჯგუფი და უზრუნველყოს პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, RMG GOLD-ის მიერ განახლებული სამუშაოები ძალიან სამწუხაროა.
“სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას. როგორც ვიცით, ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე მიმდინარეობს სასამართლო დავა. მიუხედავად ამისა, 13 დეკემბერს RMG GOLD-ის მიერ კვლავ განახლდა სამთომოპოვებითი სამუშაოები, რაც არის ძალიან სამწუხარო. არ იქნა გათვალისწინებული ის მომენტი, რომ საქმე კვლავ სასამართლოშია. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხს აქვს საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ მოვუწოდებთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, უახლოეს დღეებში შექმნას სამუშაო ჯგუფი და უზრუნველყოს პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები