რა გახდა 195 -ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზეზი
195-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.
როგორც სკოლის მასწავლებლები აცხადებენ, ისინი დირექტორ მარინა თოფურიძის გადადგომას ითხოვენ.
ასევე მასწავლებლები დირექტორის ყოფილი მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან თოფურიძემ გაათავისუფლა. 195-ე სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ ის თანამდებიდან არ გადადგება. “გავათავისუფლე მოადგილე, რომელიც არაჯეროვნად ასრულებდა თავის მოვალეობას. სკოლაში იყო შემოსული სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი, ამ ჯგუფმა დააფიქსირა დარღვევები, რაც მიუთითებდა საგაკვეთილო პროცესის არასრულფასოვნებაზე, მივიღე გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ”,-განაცხადა თოფურიძემ.