„ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება რეგიონში სიტუაციას ფუნდამენტურად ცვლის“

ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება რეგიონში სიტუაციას ფუნდამენტურად ცვლის – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მუშაობა დაწყებული იყო მანამდე, სანამ აფხაზეთთან ხელშეკრულება გაფორმდებოდა.
მისივე განმარტებით, საგარეო უწყება მუშაობს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში საერთაშორისო დონეზე.
“ეს მუშაობა დაწყებული იყო მანამდე, სანამ აფხაზეთთან ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა. ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ მივიპოვოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალურად დეტალურად ავუხსნათ ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს არ არის კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელზეც საუბრობს რუსეთის ფედერაცია, არამედ ეს ფუნდამენტურად ცვლის რეგიონში სიტუაციას. ეს არის გამოწვევა უსაფრთხოების კუთხით, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და ამ თემაზე მიდის სერიოზული დიალოგი ყველა დონეზე და ყველა შეხვედრის დღის წესრიგში არის ეს საკითხი”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები