აჭარას, თერჯოლას და ამბროლაურს ხვალ დღის განმავლობაში გაზის მიწოდება შეეზღუდება

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ ზესტაფონი-სენაკის დ700მმ-იანი 99,2 კმ მაგისტრალური გაზსადენი აშენდა.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მიმდინარე წლის 16 დეკემბერს ახლადაშენებული გაზსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს შეასრულებს, რაც დასავლეთის მიმართულებით გაზსადენის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და მთლიანად მაგისტრალური გაზსადენების სისტემის საიმედოობას უზრუნველყოფს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 16 დეკემბერის დილიდან 19:00 საათამდე გაზის მიწოდება შეეზღუდებათ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თერჯოლისა და ამბროლაურის მოსახლეობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები