საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხი შესაძლოა, მიმდინარე კვირას პარლამენტმა განიხილოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე პარლამენტში საყდრისის საკითხის განხილვას მოითხოვს.
მიროტაძის თქმით, მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს საქმე არ არის ჩვეულებრივი რიგითი საქმე და ინტერესი აღნიშნულის მიმართ არის ძალიან მაღალი. „არ მინდა, რომ ამას ჰქონდეს პოლიტიზებული და ახირებული ხასიათი. თუ არგუმენტები იქნება მყარი, მაშინ ორივე მხარესთან არის სასაუბრო და მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს საქმე არ არის ჩვეულებრივი რიგითი საქმე და ინტერესი მის მიმართ არის ძალიან მაღალი. გამიჭირდება გითხრათ, რომ დავიბარებთ კულტურის მინისტრს ან ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, მაგრამ დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხზე მსჯელობას პარლამენტში აუცილებლად მოვითხოვ,“ – განაცხადა ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ, საყდრისის საბადოზე კომპანია “არემჯი გოდლმა” სამუშაოები 13 დეკემბერს განაახლა. გუშინდლიდან საყდრისსა და თბილისში ამ ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები