“ნაციონალურ მოძრაობას” აქვს პროგრამა, რომ დაასტუტონ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა”

“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს, რომ სახელმწიფო სამსახურებში პრემიერის სიმამრის დავალებით ინიშნებიან, თავად თამაზ თამაზაშვილი პასუხობს.
“მინდა მივმართო გივია თარგამაძეს, შენ ხარ უსინდისო და უნამუსო ადამიანი ასეთ ტყუილებს რომ იგონებ. ირმა ნადირაშვილი ნადირის სახეებს იღებს და ათას სისულელეს ლაპარაკობს, ყველაფერს მაბრალებს მე. ეგენი არიან უსინდისო ხალხი, შუბლის ძარღვი არ აქვთ.
მათ “ქართული ოცნების” დასუსტება უნდათ და ფაქტობრივად, ირაკლი ღარიბაშვილის. იგონებენ ტყუილებს, რა კორუფციული გარიგებები, რა ტენდერები? “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს პროგრამა, რომ დაასტუტონ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა. ამიტომ ხალხმა არ უნდა დაიჯეროს”, – განაცხადა თამაზ თამაზაშვილმა “იმედის კვირასთან” ინტერვიუში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები