მიხეილ გიორგაძე პატრიარქს საყდრისის საქმის დეტალებს გააცნობს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს პატრიარქს საყდრისი-ყაღაღიანის საბადოს საქმის დეტალებს გააცნობს. როგორც გიორგაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, საყდრისთან დაკავშირებით, როგორც მინისტრი ის პასუხისმგებლობას იღებს.
“ჩემთვის უწმინდესის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვს და პირადად მას აუცილებლად გავაცნობ საქმის დეტალებს. ასევე იმას, თუ რის საფუძველზე მიიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ეს გადაწყვეტილება, ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ჩემი ბრძანება გამოიცა. ეს გადაწყვეტილება სააგენტომ კანონის სრული დაცვით მიიღო. დოკუმენტური მასალები გახლავთ ის ბიოლოგიური დასკვნები, რომელიც გააჩნია საბჭოს. ეს საკითხი ასევე გატანილი იყო ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოზე და იქ იყო განხილული. იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომელსაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ევალებოდა, არც რაიმე სახის პროტესტი და არც ალტერნატივა შემოთავაზებული არ იყო. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ადამიანი, რომელიც კულტურის მინისტრია, ის თავის ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებს”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები