არჩილ კბილაშვილი: პროკურატურას რეფორმა სჭირდება

არჩილ კბილაშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია “საქართველოს ევროპული არჩევანი” პროკურატურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას 23 დეკემბერს “თბილისის მერიოტში” გამართავს. როგორც საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, პროკურატურას რეფორმა სჭირდება.
“არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მე დავაფუძნე პროკურატურიდან წამოსვლის შემდეგ, უკვე დაასრულა მუშაობა პროკურატურის რეფორმის კონცეფციაზე. 23 დეკემბერს “თბილისი მერიოტში” ჩვენ ვაწყობთ რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას. საუბარი გვექნება იმ სისტემურ ნაკლოვანებებზე და ხარვეზებზე, რომელიც ამ სისტემას გააჩნია. ჩვენ რა პროკურატურაც გვაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში არ შექმნილა და მემკვიდრეობით მივიღეთ წინა ხელისუფლებისგან. რეფორმის აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი იმგვარად შეცვლა მოხდეს, რომ თანამედროვე მოთხოვნები დააკმაყოფილოს”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები